კეპას შეცვლის მთავარი კანდიდატი - ლონდონელები მამარდაშვილის დასამატებლად გააქტიურდნენ
ბრიტანული მედია საქართველოს ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს.
"ვალენსიას" მეკარე მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა და მისი დამატებით არაერთი გრანდი ინეტერესდება, ამჯერად კი როგორც ირკვევა, აქტიურ ფაზაში ლონდონის "ჩელსი" შევიდა.
"მაურისიო პოჩეტინოსთვის კეპა არისაბალაგა პირველი არჩევანი არ იქნება, მის შემცვლელად კი "ვალენსიას" ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოიაზრება", - წერს არაერთი ლონდონური წყარო.
ამავე დროს, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მამარდაშვილის დამატებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი მილანის "ინტერია".
2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.