მიუნხენის "ბაიერნსა" და ლეგენდარულ გერმანელ შემტევს შორის 1 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიროსლავ კლოზე ბაიერნის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდება.
მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციებს მიროსლავ კლოზე 1 ივლისს მოირგებს და 2021 წლის 30 ივნისამდე შეასრულებს. "რეკორდმაისტერის" ძირითადი გუნდის სამწვრთნელო ბანაკში მოხვედრამდე, გერმანელი შემტევი "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა. მიროსლავ კლოზესთან გაფორმებულ კონტრაქტს კარლ-ჰაინც რუმენიგე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებით კმაყოფილია.
"მოხარული ვართ, კლოზემ გამოწვევა მიიღო და "ბაიერნის" ასაკობრივი გუნდიდან ძირითად გუნდში გადმოინაცვლა. მირო უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში გერმანიის ყველაზე შედეგიანი შემტევი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდამსხმელის სამწვრთნელო კარიერა ისეთივე წარმატებული იქნება, როგირც პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის მანძილზე. მირო ასევე გახლდათ ჰანსი ფლიკის ფავორიტი", - აღნიშნა რუმენიგემ.