Belive

ოფიციალურად: კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - კაზემირო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია გამოაცხადოს, რომ კლუბმა მიაღწია შეთანხმებას მადრიდის "რეალთან" კაზემიროს ტრანსფერის თაობაზე. ტრანსფერი პერსონალურ პირობებს, გაერთიანებული სამეფოს სავიზო წესდებას და სამედიცინო შემოწმების წესებს აკმაყოფილებს", - წერს პრემიერ ლიგის წარმომადგენელი გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი.
30 წლის ნახევარმცველმა "სამეფო კლუბში" ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-3 ლა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კაზემირო კოპა ამერიკის 2019 წლის ჩემპიონი გახდა.  

სხვა სტატიები