Belive

ოფიციალურად: ჯოვანი სიმეონე ნაპოლის ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და არგენტინელი თავდამსხმელი, ჯოვანი სიმეონე დაიმატა. მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟი, რომელიც ბოლოს "ჰელას ვერონას" მაისურს ირგებდა, 1-წლიანი იჯარის წესით ნეაპოლიტანურ კლუბში ითამაშებს. როგორც ცნობილი ხდება, უახლოესი პერიოდის განმავლობაში, "ნაპოლი" კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, "ტოტენჰემიდან" ტანგი ნდომბელესა და "სასუოლოდან" ჯაკომო რასპადორის. 27 წლის ფორვარდი ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად უმატებს და სერია A-ში სტატისტიკას ყოველ სეზონში აუმჯობესებს. სიმეონემ 2021/22 წლების სეზონში 37 შეხვედრაში 17 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები