Belive

ოფიციალურად - იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. 39 წლის ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს აცნობა, რომ ტრავმის გამო ტურნირის გამოტოვება მოუწევს. 9 მაისს იბრაჰიმოვიჩმა ,,იუვენტუსთან'' სერია ა-ს შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და მატჩის მეორე ტაიმში მოედნის დატოვება იძულებით მოუწია. ზლატანი შვედეთს მარტში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ნაკრებში ორჯერ ითამაშა. ფორვარდი 62 გოლით ,,ლურჯ-ყვითელთა'' ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. შვედეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში ესპანეთთან, პოლონეთთან და სლოვაკეთთან ერთად იასპარეზებს.



 

სხვა სტატიები