ოფიციალურად: ევროტურნირების მატჩებს გულშემატკივარი ვერ დაესწრება
"დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა ევროტურნირები იყო. კვირას 9 აგვისტოს, მომდევნო სეზონის ევროტურნირების წილისყრა გაიმართება, სადაც ქართული გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნებს შორის გადაადგილება ჯერაც პრობლემურ საკითხად რჩება, აქედან გამომდინარე, უეფას გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმატჩიანი დაპირისპირებები იქნება. დღეს გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების გარდა ყველა სხვა შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კლუბებთან და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ყველაფერს გააკეთეს იმისთვის, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში მატჩებს ღირსეულად ვუმასპინძლოთ. უეფამ ასევე გაგვაცნო ალტერნატიული გეგმა, იმ შემთხვევაში თუ წყვილიდან ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს შეხვედრის მასპინძლობას, მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. წარმოდგენილ იქნა ოთხი ქვეყნის ვარიანტი: საბერძნეთი, კვიპროსი, პოლონეთი და უნგრეთი. ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გავმართავს შეხვედრას ევროტურნირების მონაწილე ქართული კლუბების წარმომადგენლებთან და ერთობლივი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მატჩების საქართველოში მასპინძლობის შესაძლებლობა მოიპოვოს. დღევანდელი მდგომარეობით ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდე ნაკრების განრიგი უცვლელი რჩება, თუმცა 20 აგვისტომდე უეფას ორგანიზებით კიდევ ერთი ვიდეო კონფერენცია გაიმართება, სადაც ყველა ის დეტალი გაირკვევა თუ რა პირობებში მოგვიწევს ამ მატჩების ჩატარება."