Belive

ოფიციალურად: ერიქსენმა ინტერი დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრისტიან ერიქსენისა და "ინტერის" თანამშრომლობა დღეს ოფიციალურად შეწყდა - დანიელმა ნახევარმცველმა იტალიური კლუბი დატოვა. ერიქსენს, იტალიური კანონმდებლობის მიხედვით, სერია A-ში თამაშის უფლება აღარ ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გულის შეტევის შემდეგ ფეხბურთელს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტანტი ჩაუდგეს. ამის შემდეგ, ქვეყანა სპორტსმენს პროფესიონალური კარიერის გაგრძელებას უკრძალავს.

"ინტერი" ერიქსენს ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს. მიუხედავად ჩვენს შორის გაყოფილი გზებისა, "ნერაძური" რჩება კრისტიანის გულშემატკივრად," - წერს მილანელთა ოფიციალური გვერდი.
ჯერჯერობით უცნობია, სად ითამაშებს ერიქსენი. ბოლოს მან სამშობლოში, "ოდენსეს" ბაზაზე განაახლა ვარჯიში. ვრცელდება ინფორმაცია, რონ 29 წლის დანიელის დაბრუნება "აიაქსს" სურს.

სხვა სტატიები