ოფიციალურად: ბადიაშილი ჩელსის ფეხბურთელია
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, 21 წლის ბენუა ბადიაშილი "ჩელსის" ფეხბურთელია.
"მონაკოს" ცენტრალური მცველის ტრანსფერი "არისტოკრატებმა" ოფიციალურად დაადასტურეს. ბადიაშილის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, ლონდონურმა კლუბმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე მისასალმებელი ტექსტი განათავსა.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "არისტოკრატებმა" ბადიაშილის სანაცვლოდ €38 მილიონი გადაიხადეს და მას 7.5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.