Belive

ოფიციალურად: არტურ მელო იუვენტუსის ფეხბურთელია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არტურ მელო ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელია. ინფორმაციას თავად ბრაზილიელი ფეხბურთელი ავრცელებს. 24 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელებში "ბებერი ქალბატონის" ეკიპირებით ვარჯიშის დროს გადაღებული ფოტო განათავსა წარწერით: "ახალი ოცნების დასაწყისი". საგულისხმოა, რომ ტექსტი იტალიურ ენაზე იყო გამოქვეყნებული.

 
View this post on Instagram
 

Inizio di un nuovo sogno. 🇮🇹🙌🏻💪🏻 #FinoAllaFine

A post shared by Arthur Melo (@arthurhmelo) on

  ამ ცნობას უკვე იტალიური პრესა და წამყვანი სტატისტიკური ვებ-გვერდი Transfermarkt.com-იც ადასტურებს. არტური "ბარსელონაში" 2018 წლის ივლისში, გუნდიდან ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ გადაბარგდა და 72 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან ლა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის მოგებაც იზეიმა.

სხვა სტატიები