ოფიციალურად: ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კიდევ 4 წლის ვადით სლოვენიელი მენეჯერი, ალექსანდერ ჩეფერინი იქნება.
ჩეფერინი თანამდებობაზე ლისაბონში გამართულ UEFA-ს რიგით 47-ე ყრილობაზე ერთადერთი კანდიდატის სტატუსით აირჩიეს.
2️⃣0️⃣2️⃣7️⃣ UEFA President Aleksander Čeferin has been re-elected for a further four-year term at #UEFACongress in Lisbon. pic.twitter.com/zliYcPZd2H
— UEFA (@UEFA) April 5, 2023
55 წლის მენეჯერი აღნიშნულ თანამდებობაზე 2014 წლის 14 სექტემბრიდან მუშაობს, ახლა კი უკვე რიგით მესამე ვადით, 2027 წლამდე აირჩიეს.
სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი მმართველი ორგანიზაციის ისტორიაში მეშვიდე პრეზიდენტია. უეფას ხელმძღვანელის თანამდებობაზე სარეკორდო პერიოდის, 16 წლისა და 282 დღის განმავლობაში შვედი, ლენარ იოჰანსონი მუშაობდა.