Belive

ონანა, მამარდაშვილი და რაია - ლონდონის ჩელსი მეკარის ტრანსფერზე მუშაობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში მეკარის დამატებაზე იმუშავებს.

"არისტოკრატების" სიაში ერთ-ერთი მოწინავე საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილია.

"ლურჯების" სიაში ლიდერი მილანის "ინტერის" კარის დარაჯი ანდრე ონანაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსი" კამერუნელი მეკარის დამატებას ვერ შეძლებს, აქცენტს სწორედ გიორგი მამარდაშვილზე გააკეთებს, ასევე მოკლე სიაში გრეგორ კობელი და დევიდ რაია არიან.

2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის”, ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის.

სხვა სტატიები