Belive

ონანა მაგუაიერთან შელაპარაკებაზე: ,,თანაგუნდელებისგან ბევრს ვითხოვ, რადგან ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მეკარემ, ანდრე ონანამ, ,,დორტმუნდთან'' მატჩში ჰარი მაგუაიერთან შელაპარაკებაზე ისაუბრა:

,,თანაგუნდელებისგან ბევრს ვითხოვ, რადგან ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ლისანდრო და ჰარი გუნდისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ძალიან გამიმართლა, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და მათთან ერთად ვთამაშობ.

 

მაგუაიერს ბევრს ველაპარაკები, რადგან ვიცი, რომ კარგი ფეხბურთელია, ის გუნდის ერთ-ერთი კაპიტანია და მისგანაც ბევრს ვითხოვ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ყველაზე მეტს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისგან მოვითხოვ, რადგან, ვფიქრობ, რომ შეცდომები გარდაუვალია. ამის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ეს ცხოვრების ნაწილია და შეცდომებისგან ვსწავლობთ.

 

თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და თუ ტიტულების მოგება გვინდა, საკუთარი თავისგან ბევრი უნდა მოვითხოვოთ. ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია. ჰარი შესანიშნავი ბიჭი და ფანტასტიკური ფეხბურთელია,'' - განაცხადა ონანამ.

ონანამ 23 ივლისს ,,მანჩესტერ იუნაიტედთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ,,წითელმა ეშმაკებმა'' ,,ინტერს'' მეკარის სანაცვლოდ 52 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სხვა სტატიები