Belive

ოლივერ კანი: "შემდეგ სეზონშიც მიუნხენის ბაიერნში ვიმუშავებ"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლოდროინდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების ფონზე, მიუნხენის "ბაიერნიდან" აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ კანის წასვლის შესახებ ინფორმაციები გავრცელდა, მაგრამ თავად ვეტერანმა გერმანელმა მეკარემ ეს ცნობები უარყო და დაადასტურა, რომ შემდეგ სეზონშიც დაკავებულ პოზიციაზერ დარჩება.

"რა თქმა უნდა, მომავალ წელს "ბაიერნში" დავრჩები", - თქვა კანმა, რომლის სიტყვებსაც გერმანელი ჟურნალისტი, პატრიკ შტრასე სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს.

მიუნხენის “ბაიერნი” უეფას ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა, როცა “მანჩესტერ სიტისთან” ორმატჩიან დუელში (1:4) დამარცხდა, ასევე გუნდი გერმანიის თასს “ფრაიბურგმა” გამოთიშა, ხოლო ბუნდესლიგაში 10-წლიანი დომინირების შეწყვეტას მას შემდეგ მიუახლოვდა, რაც ლიდერი პოზიციისთვის დორტმუნდის "ბორუსიასთან" მძიმე ბრძოლის გადატანა უწევს.

ოლივერ კანი "ბაიერნში" 2021 წლის 1 ივლისიდან მუშაობს და მასთან ერთად "ბაიერნმა" ერთხელ ბუნდესლიგა და ორჯერ გერმანიის სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები