ოლივეირას გოლმა ნეაპოლში 2 ბალიანი მიწისძვრა გამოიწვია
ცნობილი იტალიური გამოცემა "Italian Football TV - IFTV" ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
"Italian Football TV - IFTV" სოციალურ ქსელში, ნეაპოლის ფედერიკო II -ის სახელობის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ "ნაპოლი" "სალერნიტანას" მატჩის მიმდინარეობისას, მატიას ოლივეირას გატანილმა გოლმა, ნეაპოლში 2 ბალიანი მიწისძვრა გამოიწვია.
მიწისძვრა კი გულშემატკივრების სიხარულით იყო გამოწვეული, სწორედ იმ გულშემატკივრების, რომლებიც გუშინ ნეაპოლის ქუჩებში უდიდეს გამარჯვებას და 33 წლიანი პაუზის შემდეგ, სკუდეტოს ტიტულს ელოდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ სალერნიტანამ ნაპოლის საჩემპიონო ზეიმი დროებით ჩაშალა და მინიმუმ 4 მაისამდე გადაიდო.
"ნაპოლის" 32 ტურის შემდეგ 79 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან "ლაციოს" 18 ქულით უსწრებს, ნებისმიერ მატჩში მოპოვებული 1 ქულითაც კი, ნეაპოლელები ნანატრ ტიტულს მოიგებენ.