"ოლისესთვის საზღვრები არ არსებობს, მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია" - ლოთარ მათეუსი
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ Sport Bild-თან ისაუბრა. მან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა, რომელზეც დიდ იმედს ამყარებს.
მაიკლ ოლისეს ყველაფერი აქვს, რაც გამორჩეულ ფეხბურთელს სჭირდება. მისთვის საზღვრები არ არსებობს. უსმან დემბელეს მაგალითი კი აჩვენებს, რომ ვინგერს შეუძლია მსოფლიო დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბება. ეს ყოველთვის გუნდის წარმატებაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, მაგრამ დიახ, მე მჯერა, რომ ოლისეს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. - ლოთარ მათეუსი