Belive

ოლისემ, ბაიერნს, თავის მომავალზე, საბოლოო გადაწყვეტილება აცნობა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაიკლ ოლისემ, მიუნხენის ბაიერნს, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება აცნობა. ფრანგ ფეხბურთელს, კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ეს განცხადება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საერთაშორისო მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ოლისე, შეიძლებოდა მადრიდის რეალის ფეხბურთელი გამხდარიყო. სპორტული გამოცემა Sky Sports-ის ინფორმაციით, ოლისემ უარჰყო ყველა ის ხმა, რომელიც სამომავლოდ, სამეფო კლუბში მის პოტენციურ წევრობას გულისხმობდა. ამით მან კიდევ ერთხელ გამოხატა და დაადასტურა საკუთარი ერთგულება გერმანული გრანდის მიმართ.

ბაიერნის ხელმძღვანელობა ოლისეს ყოველთვის ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევდა და ფრანგის ტრანსფერთან დაკავშირებულ ნებისმიერ მცირე აჟიოტაჟსაც კი, აბსოლუტურად აუღელვებლად ხვდებოდა.

ახალგაზრდა გარემარბს ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად გუნდიც საკმაოდ აქტიურად ცდილობს 24 წლის ტალანტისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნას, რადგან მისი რომელიმე სხვა გუნდში გადასვლის პოტენციური შანსიც კი ავტომატურად გამოირიცხოს.

როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერი" ოლისესთვის ხელფასის გაზრდას აპირებს. ჯერჯერობით, ზუსტი თანხა არ სახელდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ფრანგმა შემტევმა, ახალი კონტრაქტის პირობებში, კლუბში სამ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეს შორის დაიკავოს ადგილი.

სხვა სტატიები