ოლი უოტკინსმა პრემიერ ლიგაში ისტორიული და დიდებული მიღწევა დააფიქსირა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ასტონ ვილას" ფორვარდმა - ოლი უოტკისნმა, პრემიერ ლიგის 36-ე ტურში გატანილი გოლით ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
კერძოდ, 29 წლის ინგლისელი ფოვარდი "ასტონ ვილას" რიგებში, პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებით ყველა დროის ბომბარდირი გახდა (75 გოლი) მან ბომბარდირობისთვის ბრძოლაში გაბრიელ აგბონლაჰორს გადაუსწრო.
Magnificent Ollie Watkins 💫
— Premier League (@premierleague) May 10, 2025
His 75th goal makes him Aston Villa's all-time top Premier League goalscorer 🦁 pic.twitter.com/eLIKc8Y5Jp
უოტკინსი "ასტონ ვილას" ღირსებას 2020/2021 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 221 მატჩი ჩაატარა და 87 გოლის გატანა შეძლო, ან ყველაფერს კი 41 საგოლე გადაცემაც დაუმატა.