Belive

ოფიციალურად | ზუბიმენდი არსენალის ფეხბურთელია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის არსენალმა 26 წლის ესპანელი ნახევარმცველი, მარტინ ზუბიმენდი გაიფორმა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, არსენალმა ზუბიმენდის სანაცვლოდ 51 მილიონი ფუნტი გადაიხადა და მიკელ მერინოს შემდეგ, ის გახდა სოსიედადის მეორე ფეხბურთელი, რომელიც ჩრდილო ლონდონური კლუბის ღირსებას დაიცავს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლონდონელები კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერთან არიან ახლოს - ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, არსენალსა და ვიქტორ დიოკერეშს შორის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია.

დიოკერეში სპორტინგს 2 წლის წინ შეუერთდა და 102 მატჩში 97 გოლი გაიტანა. ფენომენალური სტატისტიკის მიუხედავად, 27 წლის შვედ შემტევს სპორტინგის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

სხვა სტატიები