Belive

გიორგი ქოჩორაშვილის შეფასება პორტოს წინააღმდეგ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის მე-4 ტურის შეხვედრაში სპორტინგი პორტუსთან 1:2 დამარცხდა. გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველი ნახევარმცველი ბურთს 45-ჯერ შეეხო, 36 გადაცემიდან 34 ზუსტად შეასრულა, ერთხელ კარისკენ დაარტყა, 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 4-ში დარჩა.

გიორგი ქოჩორაშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.7

  • Flashscore - 6.7

  • Whoscored - 6.2

სპორტინგს 4 ტურის შემდეგ 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, ამ შედეგით ქართველის გუნდი მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას სპორტინგი 14 სექტემბერს, ფამალიკაოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები