Belive

ოფიციალურად | ვალენსიასა და რეალის მატჩი გადაიდო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვალენსიაში მომხდარი წყალდიდობის გამო, "ვალენსია" "რეალის" მატჩი ოფიციალურად გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ლა ლიგის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

"ვალენსიასა" და "რეალის" მატჩი, 3 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი ოფიციალურად გადაიდო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ეს დაპირისპირება.

შეგახსენებთ, ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სამაშველო ჯგუფები დაკარგულების ძებნას განაგრძობენ. ქვეყნის ხელისუფლებამ ვალენსიაში, ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ტერიტორიაზე, მაშველებისთვის დახმარების აღმოსაჩენად ასობით ჯარისკაცი განალაგა. ზოგიერთ ადგილამდე მიღწევა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კი ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

სხვა სტატიები