Belive

ოფიციალურად | ტუხელი ბაიერნს დაემშვიდობა - მან ბოლო პრესკონფერენცია გამართა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნს" 50 წლის სპეციალისტი - ტომას ტუხელი ემშვიდობება.

ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ, სადაც "ბაიერნი" "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება, ტუხელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ეს მისთვის ბოლოა და 18 აპრილს კლუბს ოფიციალურად დატოვებს.

გთავაზობთ ტომას ტუხელის პრესკონფერენციას სრულად.

"ეს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაა ბაიერნის მწვრთნელის რანგში. იყო მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას... ასე რომ, თებერვლის გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია.

დიდი მადლობა მიუნხენურ კლუბს სამუშაოს ნდობისთვის. მადლობა ბიჭებს, რომლებთანაც ამდენი წლის განმავლობაში ვიმუშავე და მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდში მედგა..."
- ტომას ტუხელი

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელი "ბაიერნში" 2023 წლის მარტიდან მუშაობს, რა პერიოდშიც მისმა კლუბმა 60 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 37-ჯერ გაიმარჯვა, 15-ჯერ დამარცხდა, ხოლო 8-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა.

მან "რეკორდმაისტერებთან" ერთად ერთადერთი ტიტული, გერმანიის ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები