Belive

ოფიციალურად: ტონი კროოსმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ამის შესახებ გულშემატკივრებს თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვებოით ამცნო.

ტონიმ პროფესიონალურ კარიერაში უკანასკნელი მატჩი ევრო 2024-ზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართა, სადაც თავისი ნაკრები 2:1 დამარცხდა და ევროპირველობას 1/4-ფინალიდან გამოეთიშა.

View this post on Instagram

A post shared by Toni Kroos (@toni.kr8s)

ტონი კროოსმა კარიერა "გრაიფსვალდერის" აკადემიაში 2002 წელს დაიწყო, შემდეგ "ჰანზა როსტოკის" აკადემიაში გააგრძელა ასპარეზობა, სადაც გუნდის U17-შიც მალე მოხვდა. "ჰანზადან" გერმანელს გზა მიუნხენის "ბაიერნის" U19-სკენ გაეხსნა და მცირე პერიოდი ძირითად გუნდშიც ითამაშა. "ბაიერნიდან" 1 წლით "ლევერკუზენში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ მიუნხენურ გუნდში დაბრუნდა და 4 წელი გაატარა, მისთვის ბოლო გუნდი მადრიდის "რეალი" იყო, სადაც 2014 წლიდან კარიერის დასრულებამდე, ანუ დღემდე ასპარეზობდა.

სხვა სტატიები