Belive

ოფიციალურად: სირილ ნგონგე ნაპოლის ფეხბურთელია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვალტერ მაცარი და მისი ნაპოლი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უკვე მესამე ფეხბურთელს იმატებს. მაცოკისა და ტრაორეს შემდეგ გუნდს სირილ ნგონგე შეუერთდება.

ნაპოლიმ ოფიციალურად დახურა ტრანსფერი და ბელგიელი ფეხბურთელი "ვერონადან" შეიძინა. ცნობილია, რომ მისი სათამაშო ნომერი "26" იქნება. ფეხბურთელი უკვე ემზადება საუდის არაბეთში გასაფრენად, სადაც ნაპოლი იტალიის სუპერ თასის ფინალს ორშაბათს ითამაშებს. ფინალში გასასვლელად ამ წუთებში იბრძვიან "ინტერი" და "ლაციო".

ბელგიელმა, რომელმაც გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, მიმდინარე სეზონში ვერონას მაისურით 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი ტრანსფერი 20 მილიონ ევრომდე ჯდება, 18 მილიონი ფიქსირებული თანხაა, 2 მილიონი კი ბონუსებისთვისაა გათვალისწინებული.

სხვა სტატიები