ოფიციალურად: რონალდუს საქმე დისციპლინურ კომიტეტს გაეგზავნა
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FPF) კრიშტიანუ რონალდუს თამაშის უფლება დროებით შეუჩერა. ალ ნასრის 41 წლის თავდამსხმელი დისციპლინური გამოძიების ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მთავარ მწვრთნელ, ჟორჟე ჟეზუშთან კონფლიქტის ნიადაგზე, ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბანაკი მოულოდნელად დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით ჩამოაშორებენ ვეტერან ფორვარდს მოედანს.
ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაკრების კაპიტნის წინააღმდეგ ოფიციალური დისციპლინური წარმოება დაიწყო. საქმე ეხება 7 ოქტომბერს დაფიქსირებულ ინციდენტს. ვიდრე საბოლოო სასჯელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, რონალდუს თამაშის უფლება დროებით შეჩერებული ექნება.
კრიშტიანუ რონალდუ სანტუშ ავეირუს მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება - არაპროფესიონალური სექციის 2026 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლის მიზანიც 2026 წლის 7 ოქტომბერს დაფიქსირებული ფაქტების შესაძლო დისციპლინური მნიშვნელობის დადგენაა.
იმ ავტომატური პრევენციული დისკვალიფიკაციის მიუხედავად, რომელსაც ფეხბურთელი წარმოების დაწყებამდე ექვემდებარებოდა, განისაზღვრა მოთამაშის არაავტომატური პრევენციული შეჩერება და საქმეს გადაუდებელი სტატუსი მიენიჭა.
საქმე 2026 წლის 10 ოქტომბერს გაიგზავნა FPF-ის დისციპლინური საგამოძიებო კომისიაში, ხოლო წარმოების დასრულებამდე საქმის საჯაროობა გამოირიცხა (ინფორმაცია კონფიდენციალურია). - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში
Conselho de Disciplina abre processo a Cristiano Ronaldo Leia aqui: https://t.co/AoSM45SfdV #selecao
— A BOLA (@abolapt) October 10, 2026
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინური კოდექსის მიხედვით, რონალდუს შესაძლოა ერთიდან ექვს თვემდე დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისროს.