ოფიციალურად: რიად მაჰრეზმა მანჩესტერ სიტი დატოვა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ის, რის შესახებაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ბრიტანულ მედიაში ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა, უკვე ოფიციალურად დადასტურდა - რიად მაჰრეზმა "მანჩესტერ სიტი" დატოვა.
32 წლის ალჟირელი გარემარბი ქალაქელებს 5-წლიანი წარმატებული პერიოდის შემდეგ დაემშვიდობა და თავისუფალი აგენტი გახდა.
მსოფლიო ფეხბურთის მრავალი ვარსკვლავის მსგავსად, მარჯვენაფლანგელიც კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. კონკრეტულად, აფრიკელი ფეხბურთელი "ალ-აჰლიში" ითამაშებს. არაბულმა კლუბმა პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს 35 მილიონი ევრო გადაუხადა.
მაჰრეზმა "სიტის" შემადგენლობაში გატარებულ 5 წელიწადში ინგლისის მასშტაბით ყველა შესაძლო ტიტული მოიგო (მათ შორის 4-ჯერ პრემიერ ლიგა) და უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.