ოფიციალურად: რაფინია ბარსელონას მომდევნო 6 მატჩს გამოტოვებს
მიმდინარე სანაკრებო შესვენების დროს, ბრაზილია საფრანგეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა, სადაც სელესაო 1:2 დამარცხდა. მატჩის 46-ე წუთზე რაფინია შეცვალეს, მიზეზი კი ტრავმა აღმოჩნდა.
ბარსელონას ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ბრაზილიელის ტრავმის სიმძიმეა აღნიშნული:
რაფინიას მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რაც ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, მან ეს დაზიანება ბრაზილიასა და საფრანგეთს შორის გამართული მატჩის დროს მიიღო.
რაფინია საჭირო მკურნალობის დასაწყებად ბარსელონაში დაბრუნდა. გამოჯანმრთელების სავარაუდო დრო ხუთი კვირაა. - ბარსელონას ოფიციალური განცხადება
Comunicat mèdic ❗
— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) March 27, 2026
Raphinha té una lesió al bíceps femoral de la cuixa dreta segons confirmen les proves mèdiques que li ha fet la CBF arran de les molèsties que va notar durant la disputa del Brasil-França.
Raphinha torna a Barcelona per començar el tractament pertinent. El… pic.twitter.com/ne0bcEone6
მომდევნო ხუთ კვირაში ბარსელონა აღნიშნულ მატჩებს გამართავს:
4 აპრილი | ლა ლიგა - ატლეტიკო მადრიდი VS ბარსელონა
8 აპრილი | ჩემპიონთა ლიგა - ბარსელონა VS ატლეტიკო მადრიდი
11 აპრილი | ლა ლიგა - ბარსელონა VS ესპანიოლი
14 აპრილი | ჩემპიონთა ლიგა - ატლეტიკო მადრიდი VS ბარსელონა
22 აპრილი | ლა ლიგა - ბარსელონა VS სელტა
25 აპრილი | ლა ლიგა - ხეტაფე VS ბარსელონა
3 მაისი | ლა ლიგა - ოსასუნა VS ბარსელონა (სავარაუდო დაბრუნების თარიღი)