ოფიციალურად | რაფაელ ვარანი სეზონის ბოლოს მანჩესტერს დატოვებს
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
31 წლის ფრანგი მცველი - რაფაელ ვარანი, სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედს" ოფიციალურად დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მანჩესტერული კლუბი, საკუთარ ოფიციალურ პლატფორმებზე ავრცელებს.
Raphael Varane will leave @ManUtd this summer 🤝 pic.twitter.com/tt12AHZ8Vs
— Premier League (@premierleague) May 14, 2024
გთავაზობთ "მანჩესტერ იუნაიტედის" განცხადებას.
"გვინდა გაცნობოთ, რომ 3 სეზონის შემდეგ, სეზონის ბოლოს კლუბს რაფაელ ვარანი დატოვებს.
ცენტრალური მცველი არ იყო 4 აპრილს ჩელსისთან 4-3 დამარცხების შემდეგ, მაგრამ ის ამჟამად მძიმედ მუშაობს ტრავმისგან თავის აღდგენაზე და იმედოვნებს, რომ კამპანიის დასრულებამდე კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.
იუნაიტედის მთელი სტაფი მადლობას უხდის რაფას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მას მომავალში..." - მანჩესტერ იუნაიტედი
რაფა ვარანი მანჩესტერულ გუნდში 2021 წლის აგვისტოში "რეალიდან" გადავიდა, მას შემდეგ კი "წითელი ეშმაკების" მაისურით 3 სეზონი ითამაშა, სადაც 93 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას 31 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი.