Belive

ოფიციალურად: 'რაფაელ ბენიტესი სელტას მწვრთნელი აღარ იქნება'

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სელტამ" რაფაელ ბენიტესი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. როგორც ჩანს, მადრიდის "რეალთან" განადგურება (4:0) ბოლო წვეთი იყო გუნდის ხელმძღვანელობისთვის, თუმცა თავიდან ცნობილი იყო, რომ კლუბი და მწვრთნელი გრძელვადიან პროექტზე იყვნენ შეთანხმებული, ამას ისიც მოწმობს, რომ ბენიტესის კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს იწურებოდა. ბოლო რამდენიმე საათში, მოვლენები რადიკალურად შემოტრიალდა.

მწვრთნელის გარემოცვას არ ესმის კლუბის გადაწყვეტილების, წინ კიდევ 11 თამაშია და მათი აზრით, ეს ქმედება ნაჩქარევია. თანაც მადრიდის რეალთან მარცხი, გუნდთან, რომელიც პირველ ადგილზეა და არაჩვეულებრივ ფორმაშია, არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილების მიღების საბაბი.

რაფა ბენიტესი და მისი თანამშრომლები ტოვებენ სელტას რვათვიანი აბსოლუტური თავდადებისა და სრული ერთგულების შემდეგ, რომელშიც გუნდს არ მიუღია მოსალოდნელი შედეგები.

კლუბს სურს გამოუცხადოს რაფა ბენიტესს და მის თანაშემწეებს უდიდესი მადლიერება იმ პატიოსნებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს ჩამოსვლის შემდეგ. სელტა, რაფა ბენიტესს, უსურვებს წარმატებებს. - ნათქვამია 'სელტას' ოფიციალურ განცხადებაში

ბენიტესმა სელტა ლა ლიგის 28 თამაშში გაწრთვნა, მათ მხოლოდ ხუთი შეხვედრის მოგება შეძლეს, 9 ფრედ დაასრულეს და 14-ჯერ წააგეს. ამას უნდა დავუმატოთ მონაწილეობა კოპა დელ რეიზე, სადაც 5 თამაშში 4-ჯერ შეძლეს გამარჯვება. ამ მომენტისთვის, სელტა გასავარდნი ზონის თავზეა 24 ქულით, მომდევნო შეხვედრაში კი "სევილიას" სტუმრად დაუპირისპირდებიან.