Belive

ოფიციალურად | პოსტეკოღლუ ნოტინგემის მთავარი მწვრთნელია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

60 წლის ავსტრალიელ/ბერძენი მწვრთნელი - ანგე პოსტეკოღლუ პრემიერ ლიგასა და ევროპა ლიგაზე დაბრუნდა და მან ნოტინგემ ფორესტი ჩაიბარა.

ეს ყველაფერი კი მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ნოტინგემ ფორესტის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბოლო დროის განმავლობაში ხშირი იყო საუბრები მისი გათავისუფლების შესახებ, სეზონის დაწყებიდან კი სულ რაღაც 3 თამაშის შემდეგ ის გუნდიდან გაუშვეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდის მფლობელ ევანგელოს მარინაკისთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

შეგახსენებთ, რომ ანგე პოსტეკოღლუ ბოლოს ტოტენჰემის მწვრთნელი იყო, საცაც 'დეზებს' ისტორიაში პირველი ტიტული - ევროპა ლიგა მოაგებინა, თუმცა მას პრემიერ ლიგის მე-17 პოზიციაზე დასრულება არ აპატიეს და კლუბიდან გაუშვეს.

60 წლის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ იგი მზად არის ნოტინგემ ფორესტთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწიოს, რისთვისაც მას გარკვეული დრო დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ პოსტეკოღლუ წლების განმავლობაში: მელბურნში, ავსტრალიის ნაკრებში, იოკოჰამაში, სელტიკში და ტოტენჰემში მუშაობდა.

სხვა სტატიები