ოფიციალურად: ოდეგორმა არსენალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, მარტინ ოდეგორმა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ნორვეგიელმა ვარსკვლავმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჩრდილო ლონდონური გრანდის ღირსებას 2028 წლის ივნისამდე დაიცავს.
უამრავი მიზეზის გამო, განახლებულ კონტრაქტზე ხელის მოწერა ჩემთვის ძალიან მარტივი იყო. ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, განსაკუთრებულია და მინდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი კიდევ დიდხანს ვიყო. აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც შეიძლება მივიღოთ - ვიპოვე ადგილი სადაც თავის დამკვიდრება შემიძლია და ადგილი, რომელსაც შემიძლია სახლი ვუწოდო. - მარტინ ოდეგორი.
შეგახსენებთ, 24 წლის ნორვეგიელი ნახევარმცველი "არსენალს" 2021 წლის იანვარში, იჯარის წესით შეუერთდა, მაგრამ ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად, "არსენალმა" ოდეგორს 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ოდეგორმა "არსენალის" მაისურით 112 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 27 გოლის გატანა და 15 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.