Belive

ოფიციალურად: ნოდარ ლომინაძე ეშტორილის ფეხბურთელია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე თბილისის დინამოდან პორტუგალიურ ეშტორილში გადავიდა. 23 წლის ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელი აქამდე მხოლოდ ქართულ კლუბებში ასპარეზობდა, ირიცხებოდა დინამო თბილისში, დინამო თბილისი 2-ში, სამგურალში, გაგრასა და გორის დილაში.

ეშტორილი პორტუგალიის უმაღლეს ჩემპიონატში ასპარეზობს, გასულ სეზონში მათ 46 ქულა დააგროვეს და 8 პოზიციაზე გავიდნენ.

როდესაც კასკაიში ჩამოვედი ჩემზე განსაკუთრებული ყურადღება ხალხის თბილმა დამოკიდებულებამ მიიქცია - ნოდარ ლომინაძე
View this post on Instagram

A post shared by Estoril Praia - Futebol, SAD (@estorilpraiasad)

ქართველ ფეხბურთელს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 21-წლამდელთა ნაკრებში მან 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. ლომინაძემ ასევე 2-ჯერ ითამაშა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე (2023, 2025 წ.).

სხვა სტატიები