Belive

ნოდარ ლომინაძე პორტუგალიის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის უმაღლესი ჩემპიონატის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდში ქართველი ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე მოხვდა. Sofasore-ს მიხედვით, ეშტორილის 23 წლის ნახევარმცველმა 8.0 შეფასება დაიმსახურა და საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა. ლომინაძემ ეშტორილის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

სრულად სიმბოლური გუნდი და შეფასებები ასე გამოიყურება:

მეკარე: ანდრე გომეში (ალვერკა) - 10.0

მცველები: იაკუბ კივიორი (პორტუ) - 7.9, დავიდ სოუზა (კასა პია) - 8.6, მარსელო (მორეირენსე) - 7.9

ნახევარმცველები: პედრო გონსალვეში (სპორტინგი) - 7.7, ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი) 8.0, ენზო ბარენეჩეა (ბენფიკა) - 8.3, რიკარდ სანჩესი (ეშტორილი) - 8.2, ალანი (მორეირენსე) - 9.3

თავდამსხმელები: ჟოაო კარვალიუ (ეშტორილი) 8.9, რაფიკ გაიტანი (ეშტორილი) - 8.0

სხვა სტატიები