ოფიციალურად | ნაპოლიმ 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა
"ნაპოლიმ" კიმ მინ-ჯეს შემცვლელი, 22 წლის ბრაზილიელი მცველი - ნათანი დაიმატა.
ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, კიმ მინ-ჯეს "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ, ცენტრალური დაცვის გაძლიერება იყო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტრანსფერში უშუალო მონაწილეობა კლუბის პრეზიდენტმა - აურელიო დე ლაურენტისმა მიიღო.
🤝 Natan è un giocatore azzurro!
— Official SSC Napoli (@sscnapoli) August 7, 2023
💙 #ForzaNapoliSempre https://t.co/Q4Y7B2gPys
2001 წელს დაბადებულმა ბრაზილიელმა მცველმა ნეაპოლურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 2028 წლის ივლისის ჩათვლით დარჩება.
ნეაპოლურმა კლუბმა 22 წლის მცველში €10 მილიონი ევრო გადაიხადა.
ნათანი კარიერას "ფლამენგოში" იწყებდა, შემდეგ კი "რედ ბულ ბრაგანტინოში" გადავიდა და კლუბის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო. მიუხედავად ასაკისა, მან "ბრაგანტინოში" 103 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.