ოფიციალურად | მუსა მილანის ფეხბურთელია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ვალენსიას" ახალგაზრდა ვარსკვლავი - იუნუს მუსა პროფესიონალურ კარიერას "მილანში" გააგრძელებს.
იტალიური ფეხბურთის ფლაგმანმა მუსას ტრანსფერი 18 მილიონ ევროდ განახორციელა, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა 2 მილიონი დაემატოს.
მუსა, რომელიც 80 ნომრიან მაისურს მოირგებს, "მილანის" ღირსებას 5 წლის განმავლობაში დაიცავს. ცნობილია, რომ იგი ხელფასის სახით წელიწადში 2 მილიონს მიიღებს.