ოფიციალურად: მილანის საქალაქო საბჭომ, სან სიროს ინტერსა და მილანზე გაყიდვას მხარი დაუჭირა
ოფიციალურად, მილანის საქალაქო საბჭომ სან სიროს სტადიონის ინტერსა და მილანზე გაყიდვას მხარი დაუჭირა. ამიერიდან კლუბები სტადიონის თანამფლობელები იქნებიან და მათ შეუძლიათ მისი დანგრევა და ახლის აშენება. გარდა ამისა ახალი სტადიონი ქალაქს ევრო 2032-ის მასპინძლობის საშუალებას მისცემს. მილანურმა გუნდებმა უკვე შეთანხმებას მიაღწიეს ცნობილ ბრიტანულ ფირმა ნორმან ფოსტერთან ახალი ობიექტის დაპროექტებაზე.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) უეფას სტადიონების მასპინძლობის ხუთი ოფიციალური კანდიდატი მომავალი წლის ოქტომბრამდე უნდა აცნობოს, მათ შეუძლიათ წარადგინონ ისეთი სტადიონები, რომლებიც რეკონსტრუქციას საჭიროებენ და თუ სამუშაოები 2027 წლის მარტამდე დაიწყება.
იტალიის 14 პოტენციური კანდიდატიდან მხოლოდ ერთი - იუვენტუსის სტადიონი ტურინში, ამჟამად აკმაყოფილებს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2032 წლის ევროპის ჩემპიონატს თურქეთი და იტალია ერთობლივად უმასპინძლებენ.
#Inter and #ACMilan will own #SanSiro Stadium and can tear it down to build a new stadium in the future. Milan City Council have voted in favour of the sale of San Siro to the two clubs. A new era is beginning…
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 30, 2025