Belive

ოფიციალურად: მილანის მთავარ მწვრთნელად სერჟიუ კონსეისაუ დაინიშნა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პაულო ფონსეკა გაათავისუფლა და მას "პორტუს" ყოფილი მწვრთნელი, სერჟიუ კონსეისაუ ჩაანაცვლებს.

მილანმა მწვრთნელის საკითხი ბოლო 24 საათში თავიდან ბოლომდე მოაგვარა. კონსეისაუს კანდიდატურა მაშინაც განიხილებოდა, როცა კლუბი თავის დროზე პიოლის შემცვლელს ეძებდა. პორტუგალიელი მწვრთნელი დაუყონებლივ დაიკავებს საკუთარ პოსტს და 18-თვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მილანი აცხადებს, რომ სერჟიუ კონსეისაუ 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს კონტრაქტს. კლუბი თბილად მიესალმება სერჟიუს, მის თანამშრომლებს და უსურვებს წარმატებებით სავსე გზას. - ნათქვამია მილანის განცხადებაში