Belive

დე პაული: "ნაკრები იდეალურ ფორმაშია, ჩვენი მთავარი მიზანი ფინალში თამაშია"

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, კიდევ ერთი და რიგით ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც ალაბამაში ისლანდიის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატამდე გოლით თავი გამოიჩინა ლიონელ მესიმ, რომელიც მუნდიალს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და ნახევარდაცვის ბურჯმა - როდრიგო დე პაულმა, ჟურნალისტებთან მოახლოებულ მუნდიალზე ისაუბრა.

"ჩვენ ჩვენი გულშემატკივრები შეგვფასებენ იმის მიხედვით, თუ რას გავაკეთებთ ამ მსოფლიო თასზე.

ამერიკაში ძალიან კარგ ფორმაში ჩავედით. ჩვენი მიზანი ტიტულის დაცვაა, მინიმალური მიზანი კი მუნდიალის ფინალში თამაში. გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და როგორც წინა მსოფლიო თასზე ვთქვით, პირველ დღეს ჩავიდეთ და ბოლო დღეს წამოვიდეთ ამერიკიდან..." - როდრიგო დე პაული

აღსანიშნავია, რომ მოახლოებული ტურნირი ლიონელ მესისთვის ისტორიული და სარეკორდო იქნება - ის კარიერაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რაც ფეხბურთის ისტორიაში მანამდე არავის გაუკეთებია. 38 წლის ვარსკვლავისთვის, რომელმაც 2022 წელს ნატვრა აისრულა და მსოფლიო თასი აღმართა, ეს ტურნირი სანაკრებო დონეზე უკანასკნელი აკორდი იქნება, არგენტინა კი ტიტულის დაცვის მთავარ იმედად კვლავ თავის კაპიტანს მიიჩნევს.

არგენტინის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე J ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები პირველ მატჩს 17 ივნისს, ალჟირის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები