ოფიციალურად: მემფის დეპაი კარიერას კორინთიანსში გააგრძელებს
ოფიციალურად: მემფის დეპაი კარიერას "კორინთიანსში" გააგრძელებს, 30 წლის ნიდერლანდელი თავდამსხმელი მადრიდის "ატლეტიკოს" დატოვების შემდეგ უგუნდოდ იყო და თავისუფალი აგენტის სტატუსით ბრაზილიურ კლუბში გადავიდა, სადაც კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
ტრანსფერის დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მემფისის კონტრაქტი ბრაზილიურ კლუბს 12.54 მილიონი დოლარი დაუჯდა.
🚨Official:
— Brasil Football 🇧🇷 (@BrasilEdition) September 9, 2024
Memphis Depay has joined Corinthians until the end of 2026!!! 🦁 pic.twitter.com/nbrp1UqEnt
მემფის დეპაიმ კარიერა როტერდამის "სპარტას" ახალგაზრდულიდან დაიწყო, შემდეგ ითამაშა "პსვს" ახალგაზრდულებსა და ძირითად გუნდში, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ასევე თამაშობდა "ლიონში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოში".
30 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში 98 მატჩი აქვს ჩატარებული და 46 გოლი გატანილი.