ოფიციალურად | მაურიციო სარიმ ლაციოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
65 წლის იტალიელმა სპეციალისტმა - მარუციო სარიმ, დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. მან ამის შესახებ კლუბის მესვეურებს დღეს აცნობა და განუცხადა, რომ იგი კლუბიდან ოფიციალურად წავიდა.
🚨🔵 Maurizio Sarri has just resigned as Lazio manager — he has informed the club early this afternoon. pic.twitter.com/ihFH952DY3
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 12, 2024
კლუბიდან წასვლის სავარაუდო მიზეზი, "ლაციოს" წარუმატებელი ასპარეზობაა. დედაქალაქური კლუბი 28 ტურის შემდეგ სერია A-ში 40 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. კლუბი ასევე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან "ბაიერნთან" გამოვარდა.
მაურიციო სარი "ლაციოში" 2021 წლიდან მუშაობდა. მისი მეთაურობით დედაქალაქურმა კლუბმა 137 მატჩი ჩაატარა, სადაც 65-ჯერ მოიგო, 42-ჯერ დამარცხდა ხოლო 30 მატჩი ფრედ დაასრულა. მიმდინარე სეზონში კი "ლაციოს" 39 მატჩიდან 18 გამარჯვება, 5 ფრე და 16 მარცხი აქვს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს დედაქალაქურ კლუბს.