Belive

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ ომარ მარმუში დაიმატა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურად დაადასტურა ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია: "ქალაქელებმა" ფრანკურტის "აინტრახტიდან" ცენტრალური ფორვარდი, ომარ მარმუში დაიმატეს.

ომარ მარმუშის ტრანსფერი "მანჩესტერ სიტის" 75 მილიონი ევრო დაუჯდება და პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდთან ეგვიპტელი ფეხბურთელი ოთხწელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს.

ომარ მარმუში მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელსაც თავდამსხმელის პოზიციის გარდა, შეტევის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. 25 წლის ფეხბურთელს ძალიან კარგი სეზონი აქვს, მან "აინტრახტის" შემადგენლობაში ამ სეზონში, ყველა ტურნირზე 26 მატჩში 20 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ხოლო 15 გოლით და 9 საგოლე პასით ბუნდესლიგაში, ჰარი კეინის შემდეგ ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა. მარმუშს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ფრანკფურტელები გათამაშების ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ და ასევე წარმატებით გამოდიან ევროპა ლიგაზე, სადაც ლიგის ფაზიდან პირდაპირ მერვედფინალში გასვლასთან ახლოს არიან.

მარმუშის ევროპული კარიერა "ვოლფსბურგის" აკადემიაში იწყება, საიდანაც იჯარის წესით "სანქტ პაულსა" და "შტუდგარდში" აქვს ნათამაშები.

სხვა სტატიები