Belive

ოფიციალურად | კურტუამ რეალს აცნობა, რომ ევრო 2024-ზე არ ითამაშებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური გამოცემის "Marca"-ს ინფორმაციით, ტიბო კურტუამ რეალის მესვეურებს შეატყობინა, რომ ის ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებს არ დაეხმარება.

ესპანური გამოცემის განცხადებაში ვკითხულობთ, ტიბო კურტუამ მიიღო იმის გადაწყვეტილება, რომ მან მაისის თვეში მუხლის უმძიმესი ტრავმის შემდეგ სრული რეაბილიტაცია გაიაროს, ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს და მოედანს ისე დაუბრუნდეს, რაც მინიმუმ მაისის თვემდე ვერ მოესწრება, ევროპის ჩემპიონატი კი 14 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისს დასრულდება.

31 წლის ბელგიელ მეკარეს სურს, რომ მადრიდში დარჩეს და რეაბილიტაცია სრულად გაიაროს, შემდეგ კი მოედანს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუამ აგვისტოში უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მინიმუმ 8 თვეს იუქმებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში: სლოვაკეთის, რუმინეთისა და ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებულთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები