Belive

ოფიციალურად | კლაუდიო რანიერი რომას ახალი მწვრთნელია

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

73 წლის იტალიელი მწვრთნელი - კლაუდიო რანიერი, სამწვრთნელო კარიერაში ოფიციალურად დაბრუნდა და რიგით მესამედ "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ "რომას" ბოლო მწვრთნელი - ივან იურიჩი გუნდის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის სექტემბერში დანიშნა, მაგრამ როგორც ჩანს გუნდი მისი შედეგებით უკმაყოფილო იყო და ხელმძღვანელობამ პოსტიდან ნაადრევად დაითხოვა.

რაც შეეხება კლაუდიო რანიერის, შეგახსენებთ, რომ კლაური რანიერის სამწვრთნელო კარიერა 1987 წელს დაიწყო. 1991 წლიდან იგი "კალიერის" მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი ისეთ საფეხბურთო გრანდებში იმუშავა, როგორიცაა: "ნაპოლი"; "ფიორენტინა"; "ვალენსია"; "ატლეტიკო"; "ჩელსი"; "იუვენტუსი"; "რომა"; "ინტერი"; "მონაკო" და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრები.

73 წლის იტალიელი სპეციალისტი დედაქალაქურ გრანდში თავდაპირველად 2009-2011 წლებში მუშაობდა, შემდეგ კი კლუბში 2019 წელს დაბრუნდა, თუმცა თანამდებობიდან ნაადრევად გადააყენეს. მესამე შანსს ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ახლა მიიღებს და "რომას" რთული პერიოდის დაძლევაში დაეხმარება. იგი კლუბში 2025 წლის ივნისამდე დარჩება.

აქვე შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერი იყო სწორედ ის მწვრთნელი, რომელმაც "ლესტერს" ყველაზე მოულოდნელი და სენსაციური პრემიერ ლიგის ტიტული მოაგებინა.

სხვა სტატიები