ოფიციალურად: ხულენ ლოპეტეგი ვესტ ჰემის მთავარი მწვრთნელია
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხულენ ლოპეტეგი "ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელია. უკვე დიდი ხანია, რაც ვიცით რომ ესპანელი სპეციალისტი "ჩაქუჩებს" ჩაიბარებს. თუმცა, ეს ყველაფერი დღეს გაოფიციალურდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანოს ავრცელებს. ლოპეტეგი ლონდონურ კლუბში მუშაობას პირველი ივლისიდან შეუდგება.
🚨⚒️ Official, confirmed. Julen Lopetegui has been unveiled as new West Ham head coach.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 23, 2024
Agreement sealed two weeks ago and now also confirmed on club side. pic.twitter.com/5NjnTGyeQ0
მიმდინარე სეზონში "ვესტ ჰემმა" 52 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-9 პოზიცია დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგის პრემიერ ლიგაში აქამდე უმუშავია. ესპანელი სპეციალისტი "ვულვერჰემპტონს" წვრთნიდა გასავარდნ ზონაში მყოფი კლუბი მე-13 პოზიციამდე დააწინაურა.