ოფიციალურად | კატალონიის სასამართლომ დანი ალვეში უდანაშაულოდ ცნო
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის დეკემბერში, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის - დანი ალვეშის შესახებ, კატალონიის სასამართლოში სარჩელი შევიდა, სადაც ფეხბურთელს ბრალს დებდნენ არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაში - ამის გამო, მან 1 წლითა და 4 თვით პატიმრობა მოიხადა, მოგვიანებით მას გირაო შეუფარდეს და ციხე დატოვა, თუმცა საქმის გამოძიება გრძელდებოდა (მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი).
დანი ალვეშის საქმე დღეს ოფიციალურად დაიხურა და 41 წლის ფეხბურთელი გაამართლეს. სასამართლომ ბრაზილიელი ფეხბურთელი უდანაშაულოდ ცნო, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ მოიძებნებოდა.
დანი ალვეში ბარსელონაში 2008 წლიდან 2016 წლამდე და 2021 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა. ჯამში მან კატალონიურ კლუბში 408 მატჩი ჩაატარა და 23 ტიტული მოიგო.