Belive

ოფიციალურად: ჯესი ლინგარდი სეულის ფეხბურთელია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯესი ლინგარდი პროფესიონალურ კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ლინგარდმა "სეულთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ლინგარდის ევროპული კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" დაიწყო, მაგრამ ინგლისელმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. სხვადასხვა დროს ლინგარდი "ლესტერში", "ბირმინგემში", "რაიტონსა" და "ვესტ ჰემში" იყო განათხოვრებული. ლინგარდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური 149 მატჩში მოირგო და 20 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები