ჯესი ლინგარდი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს
ინგლისის ეროვნული ნაკრების 31 წლის შემტევი - ჯესი ლინგარდი, კარიერას სამხრეთ კორეაში, კერძოდ კი დედაქალაქურ კლუბში "სეულში" გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს და ამბობს, რომ 31 წლის შემტევი, ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. ლინგარდმა სამხრეთ კორეულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა წლებში ლინგარდი პრემიერ ლიგის შემდეგ კლუბებში თამაშობდა: "მანჩესტერ იუნაიტედი: "ლესტერი"; "ბრაიტონი"; "დერბი"; "ვესტ ჰემი" და ბოლოს იგი "ნოტინგემ ფორესტის" ღირსებას იცავდა.
პოზიციით შემტევ ნახევარმცველს პრემიერ ლიგაში სულ 182 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 29 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ჯესი ლინგარდი დღემდე ინგლისის ნაკრებში ირიცხება, სადაც 32 ჩატარებულ მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.