Belive

ოფიციალურად | ჯაბა კანკავამ სლოვანი დატოვა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, 38 წლის - ჯაბა კანკავამ, სლოვაკური კლუბი ბრატისლავის "სლოვანი" ოფიციალურად დატოვა.

ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ქართველი ფეხბურთელის კლუბის დატოვების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

"ჩვენ კლუბში ჯაბა კანკავას 3-წლიანი კარიერა დასრულდა.

ფეხბურთის მეომარი, პიროვნება, რომლის მოქმედებები მოედანზე მის წარმომავლობასა და მენტალიტეტზე მეტყველებდა. ჯაბა კანკავას ბრწყინვალე სლოვაკური კარიერა, სამი კარგი სეზონის შემდეგ დასასრულს მიუახლოვდა.

სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ მადლობა გადავუხადოთ ჯაბას ყველაფრისთვის, რაც მან სლოვანისთვის გააკეთა..." - ვკითხულობთ სლოვანის განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა "სლოვანის" ღირსებას 2021 წლიდან იცავდა. მან სლოვაკურ კლუბში 127 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას კანკავა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარული ქართველი სამშობლოში დაბრუნდება.

სხვა სტატიები