Belive

ოფიციალურად | ივან რაკიტიჩმა სევილია დატოვა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა 35 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა - ივან რაკიტიჩმა "სევილია" ოფიციალურად დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ანდალუსიური კლუბი სოციალურ ქსელში ადასტურებს, ხორვატ ფეხბურთელს ემშვიდობება და კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის.

რაკიტიჩი "სევილიაში" 2020 წლის ზაფხულში, "ბარსელონას" დატოვების შემდეგ დაბრუნდა. თავდაპირველად კი, ანდალუსიურ კლუბში 2011-2014 წლებში თამაშობდა. ხორვატი ფეხბურთელი "სევილიას" მეორე კაპიტანი იყო., ასევე, ხესუს ნავასის შემდეგ იყო მეორე მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი აქვს მიმდინარე შემადგენლობაში (323 თამაში).

ივან რაკიტიჩმა ანდალუსიურ კლუბში 51 გოლის გატანა და 63 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განაგრძობს ვეტერანი ხორვატი კარიერას, თუმცა ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი საუდის არაბეთის კლუბ "ალ შაბაბში" გადადის.


სხვა სტატიები