Belive

ოფიციალურად | ივან პერიშიჩი პსვ-ს ახალი ფეხბურთელია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ივან პერიშიჩი ეინდჰოვენის "პსვს" ახალი მოთამაშეა. ოფიციალური დადასტურება "პსვს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

35 წლის ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელი ნიდერლანდურ გრანდში სპლიტის "ჰაიდუკიდან" გადავიდა. იგი მშობლიურ კლუბში მიმდინარე სეზონში დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ 7 თამაში ითამაშა, ახლა კი "პსვ"-ში 1-წლიანი კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2025 წლის ივლისამდე დარჩება. პერიშიჩი "პსვს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შუერთდა.

ივან პერიშიჩი საფეხბურთო სამყარომ ჯერ "სოშოდან", შემდეგ კი "ვოლფსბურგიდან" გაიცნო, მას შემდეგ კი ისეთ საფეხბურთო გრანდებში უთამაშია, როგორიცაა: "ინტერი"; "ბაიერნი" და "ტოტენჰემი".

რაც შეეხება "პსვ"-ს, ნიდერლანდური გრანდი ახალ სეზონს დიდებულად იწყებს - განვლილი 5 ტურის შემდეგ, მათ ანგარიშზე 5/5 მოგება, 15 ქულა, 20 გატანილი და 3 გაშვებული გოლია.

სხვა სტატიები