Belive

"2013 წელს მანჩესტერისგან შეთავაზება მივიღე, მაგრამ დავბლოკე" - იურგენ კლოპი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

58 წლის გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპმა Diary Of A CEO-ს პოდკასტში ისაუბრა და ლივერპულში შესაძლო დაბრუნების ვარიანტებზე გაამახვილა ყურადღება.

ადრე ვთქვი, რომ თუ ინგლისში დავბრუნდებოდი სხვა გუნდს არასდროს გავწვრთნიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დავბრუნდები, ეს აუცილებლად ლივერპული იქნება, ასე, რომ ეს თეორიულად შესაძლებელია.

ზუსტად ჯერჯერობით არც კი ვიცი ყველაფერი როგორ წარიმართება, რადგან რასაც ახლა ვაკეთებ, მიყვარს. მწვრთნელობა არ მენატრება, არა რა თქმა უნდა მენატრება, მაგრამ ეს განსხვავებული სპეციფიკაა, საქმე ფეხბურთელებს არ ეხება. არ მენატრება წვიმაში ორნახევარი ან 3 საათის განმავლობაში დგომა, ასევე არ მენატრება კვირაში 3-ჯერ პრესკონფერენციებზე სიარული და 10-12 ინტერვიუს მიცემა. გასახდელში ძალიან ხშირად ვიყავი და ესეც ნამდვილად არ მენატრება, არ მინდა, რომ იქ მოვკვდე. 58 წლის ვარ, თქვენი პერსპექტივიდან ეს შესაძლოა დიდი ასაკია, მაგრამ ეგრეც არ არის. - იურგენ კლოპი

მანჩესტერ იუნაიტედში შესაძლო დანიშვნაზე, 2013 წელს...

მე მანჩესტერის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ მაშინ ვესაუბრე, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი წავიდა, ისინი ჩემით დაინტერესებულნი იყვნენ. უფროსებისგან შეხვედრებზე მხოლოდ ის მესმოდა, რომ: "ნებისმიერ მოთამაშეს ვიყიდით, ვისაც ისურვებთ", რაც არ მომეწონა. ეს ჩემთვის განკუთვნილი პროექტი არ იყო. არ მინდოდა პოგბას, რონალდუს ან სხვა ტოპ ვარსკვლავების დაბრუნება, რადგან ყველაფერი ასე არ მუშაობს, აქ საქმე ფეხბურთს არ ეხებოდა.

ერთ დროს ალბათ დავინტერესდებოდი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. დორტმუნდში სენსაციური გუნდი მყავდა და ალბათ ფიქრობდნენ: "რას აკეთებს იქ?" ჩვენი კონტაქტი არასწორ დროს და არასწორ მომენტში შედგა, თან დორტმუნდთან კონტრაქტი მქონდა და არ წავიდოდი. ამ საუბარში იყო რამდენიმე მიზეზი, რაც არ მომეწონა. - იურგენ კლოპი

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი ლივერპულს 9 წლის განმავლობაში წვრთნიდა (2015-2024 წლებში). მან ინგლისურ გუნდში ყოფნის პერიოდში თითო-თითოჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, FA CUP, ინგლისის სუპერთასი, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიო თასი, 2-ჯერ კი ინგლისის ლიგის თასი მოიგო. ასევე ინდივიდუალურ ჯილდოებს თუ გადავხედავთ, 2-ჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში.

მერსისაიდული გუნდიდან წასვლის შემდეგ გერმანელი სპეციალისტი რედ ბულში ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელი გახდა.

სხვა სტატიები